გორში საგადასახადო სამსახურმა ერთ-ერთ მაღაზიას უჩივლა
Gori Daily
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გორის ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონეს ადმინისტრაციული ოქმი იმის გამო შეუდგინეს, რომ სიგარეტი განთავსებული იყო იმგვარად, რომ მისი დანახვა შესაძლებელი იყო ობიექტის გარედან.
საქმე გორის სასამართლოში გაგრძელდა, რომელიც მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განიხილა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალურმა მეწარმემ, რომლის ობიექტზეც თამბაქოს ნაწარმი თვალსაჩინო ადგილზე იყო გასაყიდად დადებული, ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვია.
მოსამართლის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155/3 მუხლის მე-17 ნაწილით, დარღვევას წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იყო ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან.
აქედან გამომდინარე, მოსამართლემ ინდმეწარმეს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა და გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.