WHO-ს პრეზიდენტი - Covid-19-ის წინააღმდეგ ისევ მკაცრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ
Tbilisi Daily
მკაცრი ნაბიჯები ისევ უნდა გადავდგათ, ინფექციის გადაცემის შემთხვევები იზრდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე პანდემიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯანმო-ს ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის წესები და სოციალური დისტანცირება.
„ახლა ყველაზე მთავარია ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ. კოვიდ-19 არ ცნობს საზღვრებს, იდეოლოგიებს, პოლიტიკურ პარტიებს, გაიხსენეთ რამდენად ხშირად იბანთ ხელებს და როგორ იცავთ მინიმალურ ჰიგიენურ ნორმებს, ასევე სოციალურ დისტანციას. ინფექციის გადაცემის შემთხვევები იზრდება, მის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, - აღნიშნა გებრეიესუსმა.
ცნობისთვის, კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 16 მლნ-ს უახლოვდება, გამოჯანმრთელებულია 9 მილიონი, ხოლო გარდაცვლილია 643 ათასზე მეტი ადამიანი.