ამირან გამყრელიძე: ბიზნესის შეჩერებაზე რეკომენდაციას არ ვიძლევით
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბიზნესის შეჩერებაზე რეკომენდაციას არავინ იძლევა. მისივე თქმით, საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელიც სახელმწიფოს აქვს დადგენილი. ესენია:
დახურულ შენობებში უნდა ვიყოთ პირბადით;
დავიცვათ დისტანცია;
ხშირად დავიმუშავოთ ხელები.
"და არ იყოს 300-400 და 200 კაციანი ქორწილები და სხვადასხვა ნადიმი", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
დღეს 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2 392 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 369 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.
ამ ეტაპისთვის კარანტინშია 5 882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 390.