საქართველოს ეროვნული გმირი ხუდია ბორჩალოელი

0
საქართველოს ეროვნული გმირი, აზერბაიჯანელების მამაცი წინაპარი, ხუდია ბორჩალოელი მე-18 საუკუნეში , 1730 წელს ბორჩალოს მაჰალის სოფელ სადახლოში ( ამჟამინდელი მარნეულის სოფელი) დაიბადა . მას ღირსეული ადგილი უჭირავს მეფე ერეკლე II-ის ერთგულ თანამებრძოლთა შორის. მას არც ერთ ბრძოლაში არ მიუტოვებია მეფე ერაკლე. მეფე ერეკლეს ბორჩალოელებისაგან შემდგარი პირადი გვარდია ჰყავდა, რომელსაც ხუდია ბორჩალოელი მეთაურობდა. გარდა ამისა, ზოგიერთი ცნობით, მეფის პირად დაცვაში 12 კაციდან ხუთი ან შვიდი, სწორედ ბორჩალოელი იყო. ბორჩალოელები მეფესთან ერთად, ძირითადად ლეკების წინააღმდეგ იბრძოდნენ და სხვა ლაშქრობებშიც ირიცხებოდნენ, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი მაინც ასპინძის ომი (1770წ.) და ამ ბრძოლაში გარდატეხის შემტანი - ხიდის გადახერხვის ოპერაციაში - ხუდია ბორჩალოელის მონაწილეობაა. აღაბაბა ერისთავსა და სვიმონ მუხრან-ბატონთან ერთად. ბორჩალოელები ასევე იბრძოდნენ კრწანისის ომში (1795წ.). მოგვიანებით, დუშეთში მეფის დაცვის ოპერაციას ხევსურებთან ერთად 100-ზე მეტი ბორჩალოელიც შეეწირა. ხუდია ბორჩალოელის შესახებ გადაღებულია ისტორიული დოკუმენტური ფილმი , "ხუდიას ძეგლი" , რომლის ავტორებიც იყვნენ ნუგზარ შატაიძე და კოტე კანდიერი.
#ხუდიაბორჩალოელი
#მეფეერეკლე
#მარნეული
#marneulidaily
#ახალიამბები
#news
0