კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია
Tbilisi Daily
კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე ინფიცირების წყაროს კვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად კოვიდცენტრებში 241პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 81,5%-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა მაჩვენებელი 1,44%-ია.
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 კი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 179 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 959-ს შეადგენს.