პუტინის რეიტინგი
Middleeast Report
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი აპრილში 59 %-მდე შემცირდა, რაც წინა თვესთან შედარებით 4 %-ით ნაკლებია, ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-სი „ლევადა-ცენტრის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, „ლევადა-ცენტრი” განმარტავს, რომ პუტინის მოწონების რეიტინგის დაბალი მაჩვენებელი, შესაძლოა, გამოკითხვის მეთოდის ცვლილებამაც განაპირობა, რომელიც ამჯერად ტელეფონის საშუალებით ჩატარდა.
თუმცა, ცენტრის დირექტორის მოადგილის, დენის ვოლკოვის განცხადებით, ცდომილება 1-2 პროცენზე მეტი არ იქნება. მისივე თქმით, ამ ცდომილების გათვალისწინებით, პუტინის რეიტინგი 61%-ს არ ცდება, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
#politics
#news
#opinion
#events
#reuters
#polls
#putin
#Russia
#raiting
#ახალიამბები
#პუტინი
#რუსეთი
#რეიტინგი
#გამოკითხვა