ინდოეთში კოვიდინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100 ათასს მიუახლოვდა

Tbilisi Daily

ი​ნდოეთში Covid19-ის 97 894 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 132 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო ორი კვირაა, გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი 1000-ზე მაღალია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“ ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 83,198 გარდაიცვალა.