pain-იდეოლოგიური ტრაგედია

0
პეინი ყველასთვის კარგად ცნობილი ანიმეს, ნარუტოს პერსონაჟია. მისი სახელი პირდაპირი მნიშვნელობით "ტკივილს" ნიშნავს, რაც ასევე პირდაპირ არის დაკავშირებული მის იდეებთან, მორალთან და ფილოსოფიასთან. იმისათვის რომ რეალურად შევაფასოთ რატომ და როგორ ჩამოუყალიბდა პეინს/ნაგატოს მსგავსი შეხედულებები, საჭიროა მის წარსულს გადავხედოთ (ვისაც გახსოვთ შეგიძლიათ გამოტოვოთ): მადარა უჩიჰამ მას როდესაც ძალიან პატარა იყო, რინნეგანი ჩააკერა. მოგვიანებით, როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა იყო, მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, ამის გამო ის და მისი მშობლები სახლს იყვნენ შეფარებულები. სწორედ ამ დროს შეიჭრნენ მის სახლში კონოჰას შინობები საჭმლის წასართმევად, მშობლებმა ნაგატო რომ გაქცეულიყო ნინძებს წინააღმდეგობა გაუწიეს და შესაბამისად შინობებს შემოაკვდათ ისინი, უეცარი შოკისგან ნაგატომ რინნეგანი გამოიყენა და შინობები დახოცა.
მას შემდეგ რაც საკუთარი მშობლები დაასაფლავა, ის მარტო დაეხეტებოდა როგორც მაწანწალა, შემთხვევით მას ორი ასევე უსახლკარო ბავშვი: იაჰიკო და კონანი შეხვდნენ, რომლებმაც გაერთიანება შესთავაზეს და ისიც დათანხმდა. ისინი ერთად ცდილობდნენ თავი გაეტანათ და ოცნებობდნენ იმ დროზე როდესაც გაიზრდებოდნენ, გაძლიერდებოდნენ და ომს სამუდამოდ დაასრულებდნენ, შესაბამისად ეძებდნენ მასწავლებელს რომელიც ნინძუცუს ასწავლიდათ. ისინი ჯირაიამ შეიფარა და როგორც საკუთარი შვილები ისე გაზარდა, თუმცა თავიდან მათ უარს ეუბნებოდა ნინძუცუს სწავლებაზე, თუმცა როდესაც ბავშვები სახლიდან გასულები იყვნენ, მათ თავს დაესხნენ და დასაცავად არაფერი ქონდათ, აქაც ისევ ნაგატომ იჩინა თავი თავისი რინნეგანით და დახოცა ისინი, სწორედ ამ დროს გაიგო ჯირაიამ რომ ნაგატოს რინნეგანი ქონდა და ამის გამო გადაწყვიტა ისინი ევარჯიშებინა.
საბოლოო ჯამში ნაგატომ, იაჰიკომ და კონანმა აკაცუკი ჩამოაყალიბეს, რომლის ლიდერიც იაჰიკო იყო და ხშირად ეხმარებოდნენ ხალხს, მათი მიზანი მშვიდობის დამყარება იყო. მათმა კლანმა მალე გაითქვა სახელი და ნელ-ნელა თითქმის მთელ ამეგაკურეს მოედო, სწორედ ამიტომ ჰანზომ იფიქრა რომ აკაცუკი მის მმართველობას წერტილს დაუსვამდა. ამიტომ მან მძევლად კონანი აიყვანა და ნაგატოს უბრძანა იაჰიკო მოეკლა, ნაგატო უარზე იყო, თუმცა იაჰიკო თავად ჩამოესვა ნაგატოს კუნაიზე და როდესაც კვდებოდა, მას უთხრა რომ იმედი ჰქონდა ის სამყაროს შეცვლიდა. საბოლოო ჯამში აფექტურ მდგომარეობაში ნაგატომ ყველა, მთელი სოფელი ამოხოცა თითქმის. სწორედ იაჰიკოს სიკვდილის შემდეგ დაფიქრდა ნაგატო იმაზე რომ მშვიდობის მისაღწევად, არასწორი გზა აირჩია და უნდა შეეცვალა ის.მან კონანი თავის გვერდზე დაიყენა, ხოლო დანარჩენი აკაცუკის წევრები როგორც თოჯინები ისე ყავდა, მათ მკვდარ სხეულებს იყენებდა, მათ შორის იყო იაჰიკოც, რომელსაც ის საკუთარი თავის გამოსაჩენად იყენებდა, მან ნაგატოს მაგივრად პეინი დაირქვა, თავი ღმერთად გამოაცხადა და ნელ-ნელა სამყაროს განადგურებისთვის ემზადებოდა.
(აქამდე) სწორედ ეს არის ისტორია რომლითაც პეინი შეიქმნა, ახალი იდეოლოგია, ფილოსოფია, განწყობა...თუმცა მიზანი იგივე. ნარუტოს და ნაგატოს ისტორიას შორის საოცარი მსგავსებაა, მიზანიც ფაქტობრივად ერთი აქვთ-მშვიდობის დამყარება.თუმცა ნარუტო ამას ხალხის დაცვით ცდილობს და მათზე ზრუნვით, ხოლო პეინი მათი განადგურებით, მიწასთან გასწორებით, რა არის მიზეზი? პეინს ბავშვობიდან ქონდა მიზანი რომ სამყაროში მშვიდობა დაემყარებინა, თუმცა ნარუტოს პირველად მხოლოდ ჰოკაგეობა უნდოდა.პეინი მშვიდობაზე ფიქრში იძინებდა და იღვიძებდა, თუმცა მის გარშემო ყველაფერი ცუდი ხდებოდა. მას მიზნათ ქონდა ადამიანები გადაერჩინა, ეზრუნა მათზე, ხოლო ხალხს ყვარებოდა ის როგორც გადამრჩენელი.
როდესაც მან რინნეგანით თავდამსხმელები დახოცა ის ნანობდა ამ საქციელს, რადგან არ უნდოდა ადამიანები დაეხოცა, ის თვლიდა რომ სიძულვილმა გააკეთებინა ეს ყოველივე და სიძულვილს ცუდ რამედ აღიქვამდა, თუმცა როდესაც ჯირაიას ამ ყველაფერზე ელაპარაკებოდა, მან უპასუხა:
"როდესაც გტკივა, შენ სიძულვილს სწავლობ. მეორე მხრივ კი, როდესაც ვინმეს ტკენ, შენც ცუდად ხდები....მაგრამ რა თქმა უნდა თავს დამნაშავედ შენც გრძნობ.სწორედ მსგავსი ტკივილის განცდა გვაკეთილშობილებს და გვაიძულებს სხვების მიმართებაში გულკეთილები ვიყოთ....სწორედ ეს გვქმნის ადამიანებად." ეს სიტყვები მის მთლიან შეხედულებებს ერგება. ვიღაცამ შესაძლოა თქვას რომ არასწორად გაიაზრა, თუმცა არა, რა იგულისხმა ჯირაიამ შესაძლოა სხვაა, თუმცა თავად წინადადების გაგება ორ ნაირად შეიძლება: ის რომ ტკივილი რახან ცხოვრების ნაწილია სწორედ ამიტომ არსებობენ კეთილი ადამიანები და ის რომ ყველა ადამიანს ტკივილის განცდა ჭირდება რათა კეთილი იყოს. როდესაც ნაგატომ იაჰიკო დაკარგა იმის გამო რომ ადამიანებს აკაცუკის კლანი ეხმარებოდა და ცდილობდა მშვიდობა დაემყარებინა, მაშინ მიხვდა რომ ადამიანებმა არ იცოდნენ რა იყო ტკივილი, რათა სიკეთე დაეფასებინათ, ამიტომ გადაწყვიტა მან მოეტანა ყველასთვის ტკივილი, უფროსწორად კი ის თავად გამხდარიყო ადამიანებისთვის ტკივილი, ის გამხდარიყო კეთილშობილების დაბადების ფუძემდებელი. ის თვლის რომ ადამიანები ერთმანეთს ვერასდროს გაუგებენ თუ მათ ყველას საერთო ტრაგედია არ ექნებათ.

"we are pain.we are god."

მეორე მხრივ კი ის საკუთარ თავს ღმერთს უწოდებდა...მისთვის ღმერთის კონცეფცია ბოროტებასთან ასოცირდებოდა, რადგან სამყაროს შემქმნელი, იმ სამყაროსი რომელიც მისთვის ტანჯვით იყო სავსე, კეთილი ვერ იქნებოდა...თუმცა მან ღმერთი როგორც დააფასა ამისთვის, ისე ფაქტობრივი შენიშვნა მისცა რომ ადამიანებს საკმარისად არ ტანჯავდა რათა ისინი კეთილები ყოფილიყვნენ, ამიტომ მან სამყაროს შემქმნელის ტახტიდან ჩამოგდება გადაწყვიტა და თავად ასვლა, რადგან თვლიდა რომ მას უკეთესად ესმოდა რა უნდა გაკეთებულიყო. სწორედ ამ ყველაფრის გამო ცდილობდა პეინი ყველაფრის განადგურებას, მან იცოდა რო ბოლომდე ვერ მიაღწევდა ყველაფერს გააზრებულად თუ გაუაზრებლად, თუმცა იმხელა ტრაგედიას შექმნიდა, რომ ადამიანებს აიძულებდა ერთმანეთისთვის სითბო გამოეხატათ. სტატიას კი პეინის სიტყვებით დავასრულებ, რომლითაც ის ნარუტოს აღუნიშნავს რომ მათი მიზნები ერთნაირია, თუმცა გზები სხვა და სხვა:
"შენ და მე ორივეს ერთი და იგივე მიზანი გვაქვს.ორივეს გვინდა ის მშვიდობა დავამყაროთ, რომლის იდეაც ჯირაია სენსეიმ ჩაგვიბეჭდა. ორივე მოტივირებულები ვართ რომ საკუთარ სამართალს მივაღწიოთ. ყველაფერი რისი გაკეთებაც ჩემთვის გინდა, არ განსხვავდება იმისგან რაც მე ფოთლის სოფელს გავუკეთე. ყველა ერთნაირ ტკივილს გრძნობს როდესაც ისინი რაიმე საყვარელს კარგავენ, მე და შენ, ორივეს გამოგვიცდია ეს ტკივილი. შენ შენი სიმართლისთვის იბრძვი, მე კი ჩემი სიმართლისთვის. ჩვენ უბრლო ადამიანები ვართ, რომლებსაც მიზნად გვაქვს შურისძიება სამართლიანობის სახელით. თუ ერთხელ მაინც ვუწოდებთ შურისძიებას სამართლიანობას, მსგავსი "სამართლიანობა" კიდევ უფრო მეტ შურისძიებას გამოიწვევს და სიძულვილის ციკლში აღმოვჩნდებით. ამ წამს ზუსტად ამ ციკლში ვართ. მე ვიცნობ წარსულს და შემიძლია განვსაზღვრო მომავალი, ზუსტად იგივეა რაც ჩვენი ისტორია. ამიტომ ჩვენ გვჯერა რომ ადამიანებს ერთმანეთის გაგება არ შეუძლიათ და ვერც ვერასდროს შეძლებენ. ჩვენი, შინობის სამყარო სიძულვილით იმართება...მხოლოდ სიძულვილით."
0