ქუთაისში ქვეწარმავლების გამოჩენის შესახებ ბოლო დღეებში 15-მდე განაცხადი გაკეთდა

0
ბოლო პერიოდში ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ ქვეწარმავლების გამოჩენის შესახებ 15-მდე შეტყობინება შევიდა. მოსახლეობის თქმით, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში ქვეწარმავლები არაერთხელ შენიშნეს. ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მჟავანაძის თქმით, ჯგუფები მუშაობენ და ქალაქის მასშტაბით ხორციელდება როგორც ქვეწარმავლების, ისე მღრღნელების საწინააღმდეგო აქტივობები. “ა(ა) იპ "სპეციალური სერვისები“ დღეიდან მომსახურეობის სერვისის მიწოდების სრულფასოვნად აღდგენის რეჟიმზე გადადის. მიუხედავად ორთვიანი უწყვეტი სამუშაო ციკლისა, ტექნიკური და მუშა ჯგუფები სრული შემადგენლობით საქმიანობის განხორციელებას შეუდგნენ. ჩვენი უფლება-მოვალეობის ფარგლებში, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, ა(ა)იპ " სპეციალური სერვისების" თანამშრომლები სრული დატვირთვით მუშაობენ. ითიბება და იწამლება ტერიტორიები. ხდება როგორც ქვეწარმავლების, ისე მღრღნელებისა და კრაზანების წინააღმდეგ ბრძოლა, “- აცხადებს kutaisipost-თან გიორგი მჟავანაძე.
0