რა ქონებას ფლობს მეუფე დიმიტრი? - გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების კვლევა

0
1811 კვ.მ. მიწა, ორი შენობა-ნაგებობით ყაზბეგის რაიონში, სოფელ აჩხოტში; 266 862 ლარად შეძენილი 157.5 კვ.მ. ბინა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, რომელიც ერთ კვირაში ეკატერინე შიოლაშვილს აჩუქა. მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაჩუქარი 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა წილკანში - აღნიშნულ ქონებებს ფლობს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი. ქონებასთან დაკავშირებით კვლევა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ გამოაქვეყნა. კიდევ ერთი თემა, რომელიც კვლევაში მოხდა ფონდებს უკავშირდება. დოკუმენტში წერია, რომ მეუფე დიმიტრი ხელმძღვანელობს კერძო პირებისა და საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 5 არაკომერციულ ორგანიზაციას. კვლევასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერმა. დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფონდებით მეუფე წლებია ხანდაზმულებსა და მიუსაფარ ბავშვებს ეხმარება. რაც შეეხება ქონებებს. მეუფის ყოფილ ცოლს მშობლების დანატოვარი ქონება ჰქონდა, რომელიც მის შვილებს გადაეცა. ყაზბეგში არსებული მიწა კი მეუფემ 1000 ლარად შეიძინა და იქ სახლი ააშენა. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საჩუქარს - პრესსპიკერი ინფორმაციას არ ფლობს. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი (ერისკაცობაში – ნოდარ შიოლაშვილი), ბერად 1996 წელს აღიკვეცა. მიტროპოლიტი კი 2007 წელს გახდა.
0