ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში.

0
ხობში გუშინ, პირველ ივნისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ნოჯიხევის ეკლესიის სიახლოვეს ხეს შეეჯახა. დაღუპულები ბიაში მცხოვრები არიან. ისინი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. სოფლის მკვიდრი ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს : , , ზურაბ კუჭავს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, ხოლო ზვიად იოსავას-ერთი. ზვიადი არსად არ მუშაობდა, ხოლო ზურაბს პატარა დაფნის საამქრო ჰქონდა. დაღლილი მოსულა ზურაბი და შემსწრეებიც არიან, როგორ აძალებდა ზვიადი სადღაც წასვლას ზურაბს და მერე სულ რაღაც 10 წუთის სავალზე ეს ტრაგედია დატრიალდა. საშინელი მოსახვევია, შარშანაც 55 წლის მამაკაცი შეასკდა ხეს და გარდაიცვალა.” შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. #ხობი #სამეგრელო #ავტოსაგზაოშემთხვევა #გარდაცვლილები #zugdididaily
0