ხობში ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
Tbilisi Daily
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევი-ბიის გადასახვევთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მრავაწლოვან ხეებს შეეჯახა და მანქანაში მყოფი ორივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა მალევე მოვიდა, მაგრამ ორივე ადგილზე გარდაიცვალა. სწრაფად მოძრაობდნენ და გადასახვევთან ხეს დაეჯახნენ," აცხადებენ თვითმხილველები.