სადაა იმერეთის საკარანტინე ზონები და რა მდგომარეობაა თითოეულში?

Kutaisi Daily

იმერეთში სამი საკარანტინე სივრცეა - წყალტუბოში, საირმესა და საჩხერეში. დილის მონაცემებით, საირმეს სასტუმროში 44 ადამიანია. საჩხერის საკარანტინე ზონაში 44 ადამიანი იყო, რომელთაგან დღეს 11 თვითიზოლაციაში გაუშვეს. წყალტუბოს ერთ-ერთ სანატორიუმში კი 103 ადამიანია. დღეის ინფორმაციით, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დადასტურებია. "მათ უტარდებათ შემოწმება. ჯერჯერობით ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომები არ აღენიშნებათ. სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მათი სტაციონარში გადაყვანა მოხდება", - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე. #ქუთაისი #იმერეთი #წყალტუბო #საჩხერე #ვირუსი #კორონავირუსი #kutaisidaly