სამგზავრო მიკტროავტობუსი ავარიის შედეგად ამოტრიალდა - არიან დაშავებულები
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. მოგვიანებით კი სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა და მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.
სამარშრუტო ტაქსს და ავტობუსსმგზავრები გადაჰყავდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მივიდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.დაშავებულების შესახებ ინფორმაციას კლინიკებში ვაზუსტებთ.