„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ხულო-ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძეხულო-ზარზმისგზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები 5 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო 42 კმ-იან მონაკვეთზე, რომელსაც „ქუვეითის ფონდი“ აფინანსებს, გამარჯვებული გამოვლენილია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. „პროექტი სამმონაკვეთადაადაყოფილი და ჯამშირეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია47- კილომეტრიან გზას და შვიდ ხიდს ჩაუტარდება. დაიგება ორზოლიანიასფალტ-ბეტონისსაფარი. „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებით,ხულო-ზარზმისგანახლებული გზა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უმოკლესი გზით დააკავშირებს. განახლებული გზით, ბათუმიდანახალციხემდემგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელზარზმამდემივა. პროექტის ბიუჯეტი 109.5 მლნ ლარია.