მე არ შემიწყალებია "პოლიტიკური პატიმრები", საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ-ზურაბიშვილი ევროპარლამენტარს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143655
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე ეხმაურება პოლონელ ევროპარლამენტარ, ანა ფოტიგას განცხადებას, "საქართველოში პოლიტიკური პატიმრების შეწყალებაზე". ზურაბიშვილი ევროდეპუტატს მოუწოდებს, მხედველობაში მიიღოს ის, რომ მას "პოლიტპატიმრები" არ შეუწყალებია.
"სიზუსტისთვის, მე არ შემიწყალებია "პოლიტიკური პატიმრები", საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ. მოხარული ვიქნები ეს ფაქტი გაითვალისწინოთ, როდესაც ამ თემაზე კომენტარს აკეთებთ", - წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.