სამწუხაროდ ჰორიზონტზე მთავარ საკითხებზე კომპრომისი არ ჩანს - გრიგოლ ვაშაძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

სამწუხაროდ ჰორიზონტზე მთავარ საკითხებზე კომპრომისი არ ჩანს - თქვა შეხვედრიდან გამოსულმა გრიგოლ ვაშაძემ.აშშ-ს ელჩის კენი დეგნანის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი დეტალებზე შემდგომ რაუნდამდე ვერ ისაუბრებდნენ, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის '' ლიდერის თქმით,​''ქართული ოცნების'' მხრიდან ჩანს მზაობა, მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანსმზაობა მთავარ საკითხებზე, რაზეც ოპოზიცია პირველი ნოემბრიდან საუბრობს. ''ჩვენი ფასილიტატორების თხოვნა არის დეტალებში არ შევიდეთ, მეორე ის, რომ დაგამშვიდოთ გაგახაროთ და გითხრათ, რომ კომპრომისი გამოჩნდა ჰორიზონტზე ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე არა... არის მთავარი საკითხი, რომლის შემდეგაც რაღაცაზე უნდა ილაპარაკო და ასევე არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მთავარისაკითხის გარეშე ვერ გადაწყდება.ელჩებმა თქვეს, რომ დღეს საღამოს დაგვიკავშირდებიან. მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს, იმიტომ რომ მოლაპარაკება თუ არ შედგა ჩვენი სახელმწიფო აღმოჩნდება ძალიან მძიმე დღეში''' - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.