WHO იმედოვნებს, რომ წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ასობით მლნ ვაქცინა დამზადდება
Headline
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) იმედოვნებს, რომ ასობით მილიონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება მიმდინარე წელს დაიწყება.
ვაქცინის შექმნის შემდეგ პრიორიტეტი იქნება წინა ხაზზე მყოფი ადამიანები, მაგალითად სამედიცინო პერსონალი, ასაკოვანი ან დაავადებების მქონე ადამიანები, და ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ ან მუშაობენ ისეთ ზონებში, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. მაგალითად ციხეებში ან თავშესაფრებში.
"იმედიანად ვარ და ოპტიმისტურად განწყობილი. თუმცა, ვაქცინის შექმნა კომპლექსურია, ამას ბევრი გაურკვევლობა ახლავს. კარგი ისაა, რომ ჩვენ ბევრი ვაქცინა და პლატფორმა გვაქვს, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა, ასე რომ თუ ერთი არ გამოვა, ან მეორე, იმედი არ უდა დავკარგოთ“, – აღნიშნა მეცნიერმა.
ამჟამად დაახლოებით 10 პოტენციურ ვაქცინას ტესტავენ, კლინიკური შემოწმებები ადამიანებზე მიმდინარეობს.
#კორონავირუსი #კოვიდ19 #კობიდვაქცინა
#ახალიამბები
#მეცნიერება