„ლელოს“ წარმომადგენლებმა ფარული ჩანაწერების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
„ლელოს“ წარმომადგენლებმა ფარული ჩანაწერების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს
„ლელოს“ წევრებმა გენერალურ პროკურატურაში ოფიციალურიგანცხადება შეიტანეს და 6 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
'ლელოს“ წევრები და იურისტები, აქ მოვედით, რადგან საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება. მოცემულ შემთვევაში გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოსკანონმდებლობისადმიდა მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.