სად მოეწყობა ახალი სკვერი?

Gori Daily

პირველ რიგში, აღნიშნული ტერიტორია გასუფთავდება სამშენებლო ნარჩენისგან. უფლისციხეში, სოფლის ცენტრში, ე.წ. „ძველი კლუბის“ ადგილზე ახალი სკვერი მოეწყობა. სკვერის მოწყობის მიზნით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. სკვერი უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა გასართობი სივრცით. მოეწყობა გარეგანათება, დეკორატიული სკამები, საფეხმავლო ბილიკები, ატრაქციონები. საპროექტო ტერიტორიის ფართობი 400 კვადრატულ მეტრამდეა. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 150 ათასი ლარი იქნება. #საინტერესო #სიახლე #goridaily #ახალიამბები