თენგიზ ცერვაძე ოცნების სიაში არ იქნება - კობახიძე
Pirveliradio Ge
,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მმართველი გუნდის პროპორციულ საარჩევნო სიაში არ იქნება.
"თენგიზ ცერცვაძე სიაში არ იქნება", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქართული ოცნების პროპორციული საარჩევნო სია წარადგინა.