ოჩამჩირის რაიონის ახალი ხელმძღვანელი
Sokhumi Daily
დროებით, ოჩამჩირის რაიონის უფროსის მოვალეობას მიხაილ აგბა ასრულებდა, მანამ, სანამ ახალი “უფროსი” არ დაინიშნა.
სტანისლავ ამიჩბას დანიშვნის შესახებ ინფორმაციას “სახელმწიფო მეთაურის” პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ. სტანისლავ ამიჩბა დაიბადა 1950 წლის 3 მარტს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში.
1967 წელს დაამთავრა ჯგერის საშუალო სკოლა, 1969 წელს - სოხუმის სააღრიცხვო სკოლა. 1991 წელს დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური საქმიანობის ანალიზში.
2004 წელს და 2009 წელს იგი აირჩიეს ოჩამჩირის რაიონის ასამბლეაში. 2007 წლიდან 2015 წლამდე კი - გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.
#აფხაზეთი
#რუსეთი
#საქართველო
#პოლიტიკა
#sokhumidaily