საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობაში

Batumi Daily

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატზე უარი თქვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო. ის აცხადებს, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს მუშაობს. მანდატზე უარი თქვა ასევე ჯაბა ფუტკარაძემ, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს. ჯაბა ფუტკარაძე პარტიული სიის მესამე ნომერი იყო. უმაღლეს საბჭოში არ შედის ასევე ჯაბა ფუტკარაძის მოადგილე თინა ზოიძე, თუმცა ის არც თავის ამჟამინდელ პოზიციას შეინარჩუნებს და სამუშაოდ ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გადადის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, თავად, ჯაბა ფუტკარაძე და თინათინ ზოიძე არჩევნებში მიღებულ მანდატებზე უარს ამბობენ და ისინი მუშაობას აჭარის მთავრობაში გააგრძელებენ. ჯაბა ფუტკარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტს დაუბრუნდება, თინათინ ზოიძე კი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გააგრძელებს მუშაობას. "რამდენიმე დღის წინ ჩენ მივმართეთ უმაღლეს საარჩევნო კომისიას და მოხდა "ქართული ოცნების" სიაში შესაბამისი ცვლილებები. წარმოდგენილმა სამმა ადამიანმა მოვახდინეთ შეწყვეტა იმ მანდატების, რომლებიც მივიღეთ არჩევნებში. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას აჭარის მთავრობაში, აღმასრულებელ გუნდში. ჯაბა ფუტკარაძე სიის მესამე ნომერი და თინათინ ზოიძე, რომლებიც იყვნენ აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილი ისინი გააგრძელებენ მათ საქმიანობას. ჯაბა ფუტკარაძე უბრუნდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროს მინისტრის რანგში, თინათინ ზოიძე კი მუშაობას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გააგრძელებს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში