რომელი ქუჩები გახდა ცალმხრივი ბათუმში?

Batumi Daily

ბათუმში 15 დეკემბრიდან რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები შეიცვალა. დეტალური სქემა ასეთია: ქუჩის იმ მონაკვეთებში, სადაც მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ, ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლში აიკრძალა ავტოპარკინგი. გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ვეღარ შევა ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ამ ზოლში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და ველოსიპედები შეძლებენ მოძრაობას. ჭავჭავაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ვერ შემოვა გრიბოედოვის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმართულებით. ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთში (გრიბოედოვიდან - ვაჟა-ფშაველამდე) მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და ველოსიპედები იმოძრავებენ. პუშკინის ქუჩაზე სხვა ტრანსპორტი, გარდა მუნიციპალური ავტობუსებისა, ვერ შემოვა და ვერ იმოძრავებს ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთამდე. ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში სპეციალურ ნიშანი „შესვლა აკრძალულია“ დამონტაჟდება. შეგახსენებთ, რომ ბათუმში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მუნიციპალური ავტობუსები არ მუშაობს. მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 24 დეკემბერს დროებით უნდა აღდგეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში