კლინიკაში კოვიდინფიცირებული 10 არასრულწლოვანია

Tbilisi Daily

ბოჭორიშვილის კლინიკაში 75 პაციენტი მკურნალობს, აქედან 62 კოვიდვირუსის დიაგნოზით. კლინიკაში რჩება 10 არასრულწლოვანი დაავადებული. 5 პირის მდგომარეობა არის საყურადღებო. შაბათ-კვირას გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი, აქედან 3 უკვე გაწერილია, ხოლო 3 გაეწერება დღეს ან ხვალ. საავადმყოფოში 1 ახალი პაციენტია თეთრიწყაროს კლასტერიდან, საშუალო ასაკის ქალბატონი. ამ დროისთვის კვლევაში ჩართვას ელოდება 6 ადამიანი.