ლევან აბაშიძე - აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მსახიობი
Sokhumi Daily
"ის გმირია და გმირად დარჩება – რომანტიკულ გმირად.
გმირად, რომელიც ამშვენებდა ქვეყანას, კინოს და რომელმაც თავი გასწირა სამშობლოსთვის."
7 სექტემბერს 1992 წელს ლევან აბაშიძე აფხაზეთის ომში გარდაიცვალა
"ის კაცი იყო და იცოდა, რომ არც მარტო ეკრანს ეკუთვნოდა, არც სიგიჟემდე შეყვარებულ ქალებს, იცოდა, რომ ის სამშობლოს ეკუთვნოდა უპირველესად… და თავიც სწორედ ამ უპირველესს შესწირა."
1992 წელს, დაიწყო თუ არა აფხაზეთის ომი, ლევანი ომში წასასვლელ გზებს ეძებდა. ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს თამაშიაო.
ლევან აბაშიძემ თბილისი 6 სექტემბერს დატოვა. სოხუმში 3-4 საათზე ჩაფრიდნენ.
იმ საღამოსვე გავიდნენ პოზიციაზე. მეორე დღეს, 7 სექტემბერს, ნაშუადღევს, – სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე ბრძოლის ველიზე - სანგარზე საბედისწერო ყუმბარამ იმსხვერპლა. ოთხი ბიჭიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი..
ლევან აბაშიძე 29 წლის იყო, ზემო ეშერასთან რომ დაიღუპა. აფხაზეთთან ერთად დაკარგული თაობა მთელმა ერმა დაიტირა.
ლევანი თბილისში ჩამოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
გვახსოვდეს საქართველოს გმირები.
#ლევანაბაშიძე #1992 #7სექტემბერი
ავტორი: მარიამ თოფურია / მომო
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
-
#აფხაზეთი
#ახალიამბები
#აფხაზეთი
#აფხაზეთისაქართველოა
#აფხაზეთიჩვენია
#აფხაზეთიჩემია
#აფხაზები
#აფხაზეთისომი
#აფხაზი
#ოკუპირებულიაფხაზეთი
#ლევანაბაშიძე
#სოხუმი
#sokhumi
#sokhumidaily