ტრამპის ადმინისტრაციამ COVID-19-ის ვაქცინის საწარმოებლად 5 კანდიდატი კომპანია შეარჩია

Headline

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საწარმოებლად 5 კანდიდატი კომპანია შეარჩია, რომელთა შორის არიან Moderna Inc., AstraZeneca Plc. და Pfizer Inc. შერჩეული კომპანიები მიიღებენ დამატებით სახელმწიფო სახსრებს, კლინიკური კვლევების ჩასატარებლად ხელშეწყობას, ასევე სხვა სახის ფინანსურ და ლოგისტიკურ დახმარებას. როგორც ცნობილია, აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლი უახლოეს კვირებში განაცხადებს. შეერთებული შტატები ფართომასშტაბიანი კლინიკური გამოკვლევების ჩატარებას გეგმავს, რომელშიც სულ 100 000-დან 150 000-მდე მოხალისე მიიღებს მონაწილეობას, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა შეიქმნას წლის ბოლომდე. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. coronavirus vaccine USA companies headline