წარმომადგენელთა პალატის ეროვნული თავდაცვის აქტი საქართველოზე ახალ ცვლილებებს მოიცავს

ამერიკის ხმა

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიიღო. აქტში საქართველოცაა ნახსენები. ის სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს მოამზადოს ანგარიში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ. 2021 საბიუჯეტო წლის აქტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონგრესის შესაბამის კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის თაობაზე, თუ რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, საარჩევნო რეფორმის განხორცილების, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და მედიის უფლებების დაცვის მიმართულებით. აქტის თანახმად, სახელმწიფო მდივანი ვალდებულია ამ საკითხებზე ანგარიში კონგრესს 6 თვეში წარუდგინოს. „ამ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში, სახელმწიფო მდივანმა კონგრესის შესაბამის კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც მოიცავს: ანალიზს, თუ რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერბლად; და ანალიზს, საქართველოს მთავრობა აკეთებს თუ არა შემდეგს: ა) ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას ბ) პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი [ხელისუფლების] ჩარევისგან; გ) ეფექტურად ახორციელებს საჭირო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობა, მათ შორის, შეუზღუდავ წვდომას საჯარო ინფორმაციაზე; დ) იცავს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტრიიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებებს; აქტი ასევე ხაზს უსვამს, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას მხარი უნდა დაუჭიროს „დემოკრატიული ღირებულებების განგრძობად განმტკიცებაში, საარჩევნო რეფორმის გზაზე კორუპციასთან ბრძოლის ვალდებულების შესრულებაში და მცდელობაში, რომ საქართველოს კერძო სექტორში საერთაშორისო სტანდარტები დაცული იყოს, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის და დაცვის კუთხით“. თავდაცვის აქტი ასევე ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და საქართველოსთან თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით ახლო თანამშრომლობა. აქტში, წარმომადგენელთა პალატა, საქართველოს მოიხსენიებს, როგორც აშშ-ის „მნიშვნელოვან მეგობარს“ და კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობის მხარდაჭრას. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი საბოლოო ვერსია მას შემდეგ იქნება ცნობილი, რაც წარმომადგენელთა პალატა და სენატი აქტის საერთო ვარიანტზე შეჯერდება და მოგვიანებით კონგრესის მთელი შემადგენლობით უყრის კენჭს. სენატმა აქტის საკუთარი ვერსია უკვე მიიღო.    ახალი ცვლილების ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ: შეერთებული შტატების კონგრესის პოზიცია, რომ შეერთებულმა შტატებმა:   მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას დემოკრატიული ღირებულებების განგრძობით განმტკიცებაში, საარჩევნო რეფორმის გზაზე, კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულების შესრულებაში და მცდელობაში, რომ საქართველოს კერძო სექტორში საერთაშორისო სტანდარტები დაცული იყოს, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის და დაცვის კუთხით;  გააგრძელოს ახლოს მუშაობა საქართველოს მთავრობასთან თავდაცვის და უსაფრთხოების  თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის უნარების გაუმჯობესების, პარტიორ ქვეყნებთან ინტეროპერატიულობის, ომის წესების დაცვის და თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცებისთვის. ანგარიში სავალდებულოა.  ამ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში, სახელმწიფო მდივანმა კონგრესის შესაბამის კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც მოიცავს: ანალიზს, თუ რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერბლად; და ანალიზს, საქართველოს მთავრობა აკეთბს თუ არა შემდეგს: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას,   პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი [ხელისუფლების] ჩარევისგან; ეფექტურად ახორციელებს საჭირო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობა, მათ შორის, შეუზღუდავ წვდომას საჯარო ინფორმაციაზე; იცავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტრიიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებებს; და ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც [სახელმწიფო] მდივანი საჭიროდ ჩათვლის. https://www.amerikiskhma.com/a/house-of-representatives-ndaa/5531834.html #ახალი_ამბები