Ოპოზიცია ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის წინააღმდეგია

0
Წინასაარჩევნო Ფასიანი პოლითიკური რეკლამის აკრძალვის ინიციატივა დემოკრატიულ პრინცპებს ეწინააღმდეგება - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი. "ნებისმიერი შეზღუდვა პოლიტიკური საქმიანობის რეკლამირების დღეს აწყობს ხელისუფლებას და მის ინტერესში შედის. მიმაჩნია, რომ მსგავსი აკრძალვა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ინტერესებს. მნიშვნელოვანია ჩვენ სხვა გზებით ვეცადოთ ის, რომ შეიქმნას მეტნაკლებად ერთნაირი შესაძლებლობების გარემო სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებისთვის. ეს გარემო ირღვევა პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან, საბიუჯეტო სახსრების ბოროტად გამოყენებით, " - აცხადებს სამადაშვილი. "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძეც მიიჩნევს, რომ ინიციატივა არასწორია და სამთავრობო ძალის უპირატესობაზე იქნება მიმართული. "ჩვენ გვაქვს გარემო, სადაც გვყავს მილიარდერი და გვყავს სახლემწიფო ადმინისტრაციული აპარატი, რომელიც ფულს ხარჯავს წინაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების ე.წ. საქმეების წარმოჩინებაზე. ამიტომ ახლა საუბარი, რომ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს წინასაარჩევნო დროს, უბრალოდ არასწორია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას ექნება უპირატესობა, " - აღნიშნა გია ჟორჟოლიანის ინიციატივის პასუხად სერგი კაპანაძემ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში ნათქვამია, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად ისარგებლებს უფასო სარეკლამო დროით. აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოყოფს ყოველდღიურად 5 საათს, რომელიც უსასყიდლოდ, თანაბრად და არადისკრიმინაციულად განაწილდება ყველა საარჩევნო სუბიექტზე, შედეგად კი ფასიანი რეკლამის შესაძლებლობა პარტიებს აღარ ექნებათ.
news
საარჩევნორეკლამა პოლიტიკურირეკლამა აკრძალვა ოპოზიცია
0