ზორაც-ქარერი (ქარაჰუნჯი), შუა ბრინჯაო-რკინის ხანის ნაგებობა ქ. სისიანთან ახლოს, სომხეთში. ზორაც ქარერი სომხურიდან ითარგმნება, როგორც ძლიერების ქვები. ადგილობრივი წყაროებით მას "ციც კარერ"-დაც მოიხსენიებენ, რაც ვერტიკალურ ქვებს ნიშნავს. ნაგებობის ცენტრში მოთავსებულია ყორღანი. ივარაუდება რომ ნაგებობა აგრეთვე გამოიყენებოდა ობსერვატორიად. სულ დარეგისტრირებულია 223 სხვადასხვა სიმაღლის ქვა.