სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება

0
სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენელი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება.მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის სავალუტო ჯიხურების საქმიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები გაწერილი არ არის. „თუმცა ეს ობიექტები იგივე წესებით იმუშავებს, როგორც საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ფულის გადაცვლის ოპერაციებს ასრულებენ“, - განმარტა ვახტანგ გრიგალაშვილმა.
0