როცა ავოკადო არ გეგემრიელება - 5 საოცარი რეცეპტი

0

გუაკამოლე

• 1 ც. ავოკადო • პომიდორი • ხახვი • ლაიმის ან ლიმონის წვენი • ქინძი მწიფე ავოკადოს (ავოკადოს დამწიფებასთან დაკავშირებით ნახეთ წინა პოსტი feedcზე) შემოაცალეთ კანი, ამოაცალეთ კურკა და მწვანე მასა ჯამში ჩანგლით (ან ნებისმიერი მოსახერხებელი რამით) დასრისეთ. დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი, დაჭრილი ხახვი, ლაიმის წვენი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ. თუ ლაიმი არ გაქვთ, შეგიძლიათ შეცვალოთ ლიმონით, თუმცა მაინც გირჩევთ ლაიმს. ბოლოს დაამატეთ დაჭრილი ქინძი და კარგად ამოურიეთ

ავოკადოს კარაქი

• 2 ც ავოკადო • 50 გრ კარაქი • მარილი-მწიკვი • ნახევარი ლიმონის წვენი არსებული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ.

სალათი ავოკადოთი

• 2 ც კიტრი • 8 ც პომიდორი ჩერი • 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი • 1 ც ავოკადო • მარილი, პილპილი • 3 ღერი ქინძი • ზეთი, ლიმონის წვენი კიტრი დაჭერით სასურველ ნაჭრებად, დაუმატეთ შუაზე გაჭრილი პომიდორი, ოთკუთხედებად დაჭრილი ავოკადო. შემდეგ დაუმატეთ სიმინდი, წვრილად დაჭრილი ქინძი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ბოლოს შეაზავეთ ზეთით და ლიმონის წვენით.

შემწვარი ავოკადო

• ავოკადო • სუხარი • კვერცხი • მწვანილი ავოკადოს ნაჭერი კვერცხში ამოავლეთ, შემდეგ კი სუხარში, რომელშიც მწვანილი და მარილი იქნება გარეული. შეწვით მზესუმზირას ზეთში. მზა წასახემსებელი კერძი ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი პირსახოცმა შთანთქას. ზემოდან ნებისმიერი ცხარე სოუსი მოასხით

პური კვერცხით და ავოკადოთი

მოხარშეთ კვერცხი საშუალო დონეზე. ავოკადო დასრისეთ ჩანგლით, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და დააწყვეთ პურზე
0