ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო 133 ერთეულ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა.
როგორც ცნობილია, 10 ერთეული ვაქცინის კლინიკური კვლევები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში მიმდინარეობს.
რაც შეეხება დანარჩენ 123 ერთეულ „კანდიდატ ვაქცინას“, ისინი ჯერჯერობით პრე-კლინიკურ ეტაპზეა და მათი დამუშავება ტოკიოს (იაპონია), პიტსბურგის (აშშ, პენსილვანიის შტატი), ტულეინისა (აშშ, ლუიზიანას შტატი) და ალბერტას (კანადა) უნივერსიტეტებში ხორციელდება.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus #vaccine #countries
#headline