საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს. stopcov.ge-ზე განახლებული COVID ინფექციის სტატისტიკის თანახმად, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და მონაცემი 640 გახდა. ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 2 424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 - პირი. საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი გუშინ, პაციენტი მკურნალობას თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა. http://pirveliradio.ge/?newsid=144730
0