ვინც უფრო დიდი პარტიაა და გამოცდილი, იმან მეტი უნდა დათმოს — უგულავა მაჟორიტარულ ოლქებზე

ByOn.geGeorgia
0
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შესათანხმებლად დიდმა და გამოცდილება პარტიებმა უფრო მეტი უნდა დათმონ. ამ თემაზე კომენტარი მან მთავარ არხთან გააკეთა.
"ლელოს გარეშე ოპოზიციური მაჟორიტარების ერთობა შესაძლებელია, ლეიბორისტების გარეშე ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელია, ევროპული საქართველოს გარეშე ეს არ გამოვა და ნაციონალების გარეშე საერთოდ არ გამოვა. ამიტომ ვინც უფრო დიდი პარტიაა, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს, შეიძლება მეტი ამბიცია აქვს, იმან მეტი უნდა დათმოს", — თქვა გიგი უგულავამ.
#პოლიტიკა
#news
ByOn.geGeorgia
0