ჯორჯ ფლიოდის ტრაგედიის უცნობი დეტალები

ByGi GaGeorgia
0
25 მაისს ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისში დაახლოებით 19:40 წუთზე ერთ ერთმა პოლიციის ეკიპაჟმა მიიღო გამოძახება რომლის მიხედვით ერთ ერთი მოქალაქე ყალბი კუპიურის განოყენების შემდეგ მანქანაში იჯდა ალკოჰოლური ან რაიმე სხვა თრობის ზეგავლენის ქვეშ და აფერხებდა მოძრაობას, პოლიციელებმა დერეკ შაუვინი და ტუ თაო (აზიური წარმოშობის პოლიციელი) ასევე აფრო აზიელი ჯეი კუენგი გაემართნენ შემთხვევის ადგილზე, მათ დაასწრო ერთმა ეკიპაჟმა ვინმე ოფიცერმა ლეინმა რომელმაც დაიწყო ფლოიდის დაკავება, ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, ლეინმა ამოიღო იარაღი მას შემდეგ რაც ფლოიდი არ დაემორჩილა და არ გადმოვიდა მანქანიდან, შემდეგ მოვიდა გამოძახებული ეკიპაჟი საიდანაც გადმოვიდნენ დერეკი და თაო, უშუალოდ დაკავება მოახდინა ლეინმა და რადგან გამოძახებული ეკიპაჟი იყო დერეკ შოვინის გადასცა მას შემდეგ ძალით ჩასვეს მანქანაში, რა დროსაც ფლოიდმა გადაწყვიტა წინააღმდეგობა გაეწია პოლიციისთვის, გადამძვრალიყო და გაქცეულიყო, ამ დროს პოლიციამ გამოიყენა ძალა და დააგდო იგი ასფალტზე. ამ მოქმედებაში 4 პოლიციელი მონაწილეობდა რადგან ფლოიდი ზორბა ტანის იყო, ოფიცერმა დერეკმა ფლოიდს კისერზე დააჭირა ფეხი, ხელებზე კი ბორკილები დაადო, მას კიდე სამი ოფიცერი აკავებდა მათგან ერთი ლათინოამერიკელი (როგორი რასიზმია) და აზიური წარმოშობის ტუ ტაო. დაცვის კამერების ჩანაწერი რომელიც 1 ივნისს გასაჯაროვდა სოც. მედიაში ჩანს სანამ დააგდებდნენ ფლოიდს როგორ უწევდა იგი წინააღმდეგობას პოლიციელებს, თუმცა უცნაურია ერთი ფაქტი, აზიელი ოფიცერი ტუ ტაო ამ ყველაფერს უბრალოდ უყურებს და ოფიცერ დერეკს და დანარჩენებს არ ეხმარება, შემდეგ ჩანს რომ ფლოიდი მანქანის უკანა მხრიდან ცდილობს მეორე მხარეს გადაძვრეს და გაიქცეს ამ დროს დერეკი მანქანას გარს უვლის და მეორე მხრიდან გადმოსულ ფლოიდს ძირს აგდებს ადებს ბორკილებს და აჭერს მუხლს რომ მისი თავი დააფიქსიროს, რაც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში. ყოველდღიურად აკავებენ ისრაელში პალესტინელებს ამ მეთოდით როცა ისინი წინააღმდეგობას უწევენ სამართალდამცავებს, ასევე გერმანიაში, საფრანგეთში (ყვითელი ჟილეტების აქციებისას) და საბერძნეთში ანტიგლობალისტთა აქციებზე დაკავებებისას. თუმცა ის რამდენიმეწამიანი ვიდეო რამაც სოციალური მედია და ამერიკული მეინსტრიმ მედია მოიცვა პროტესტის არნახული ტალღა ააგორა და ფაქტიურად სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა ქვეყანა. ჯორჯ ფლოიდის ოჯახის ექსპერტიზის დასკვნით ფლოიდი მკვლელობის მსხვერპლია. დამოუკიდებელი ექპერტიზის დასკვნის თანახმად გარეგანმა ფაქტორმა გამოიწვია მისი (მსხვერპლის) გულის გაჩერება რაც შესაძლოა ყოფილიყო დაკავების დროს გამოწვეული ფიზიკური ტრავმვის შედეგი, რაც ასევე ადასტურებს პირველი ექსპერტის დასკვნას. დამოუკიდებელი ექსპერტი ასევე თავის ანგარიშში აფიქსირებს რომ სიკვდილის მიზეზი იყო ასფიქსია, საოქო ექსპერტი კი წერს რომ ფლოიდს მის მიერ დაკავების პროცესში მასზე ფიზიკური ზეწოლის შედეგად გულზე "კარდიოპულმორალური შოკი" განუვითარდა სხვა სიტყვებით იგი გულის შეტევით გარდაიცვალა და არა დახრჩობით. გარდაცვლილის ორგანიზმში ასევე აღმოაჩინეს ნარკოტიკული ნივთიერებები თუმცა რამდენად არის ეს სიკვდილთან კავშირში უცნობია. საგულისხმოა ის ფაქტი რომ დერეკ ჩაუვინს არცერთი დისციპლინური გადაცდომა და საყვედური არ ჰქონდა პოლიციაში მუშაობის 24 წლიანი სტაჟის პერიოდში და იყო ერაყის ომის ვეტერანი. იგი ამ შემთხვევიდან მეორე დღეს სამსახურიდან გაანთავისუფლეს და მხოლოდ მესამე დღეს საპროტესტო ტალღის აგორების შემდეგ დააკავეს მესამე ხარისხის მკვლელობის ბრალდებით რაც არაგანზრახ უნებლიედ მკვლელობას გულისხმობს. რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ფედერალურ ციხეში...
ByGi GaGeorgia
0