მომავლის აფხაზეთი

0
თითოეული ქართველის სულის ტკივილია აფხაზეთი, ის დაკარგული ტერიტორიები, რომლებიც, ფაქტობრივად, ნისლითაა დაფარული. ვერავინ ხედავს გარკვევით რა ხდება , მხოლოდ ცოტაოდენი რამ ჩანს, ისიც მხოლოდ , ანარეკლი სინამდვილის. მინდა მოგითხროთ ჩემი ისტორია რიგითი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანის და პატარა ექსკურსია ჩავატარო იქაურობაზე, ხალხის ყოფა-ცხოვრებზე ენგურს მიღმა და მინდა ვისაუბრო მომავლის აფხაზეთზე. მე ნინო ცუცხუბაია ვარ აფხაზეთიდან, კერძოდ კი გალის რაინში სოფ.საბერიოში ვცხოვრობ ახლა ვსწავლობ თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე კურზე ჩემს კურსელებს ხშირად ვუყვები ჩემს აფხაზეთზე, თუმცა ძალიან მინდა, რომ მათ შეეძლოთ აფხაზეთში ჩამოსვლა, რომ თვითონ იგრძნონ აქაური სითბო და სიყვარული. სუფთა ჰაერი, კამკამა ლურჯი ზღვა, სულ სხვანაირად მცხუნვარე მზის სითბო და მშვენიერი ბუნება აი რა მიიქცევს უპირველეს ყოვლისა თქვენს ყურადღებას აფხაზეთში. ძალიან მიყვარს აფხაზეთი, მისი დედაქალაქი სოხუმი, ჩემი სოფელი საბერიო, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ავიდგი ფეხი და საერთოდ აფხაზეთის ყველა კუთხე-კუნჭული მიყვარს, მეამაყება რომ აფხაზეთში დავიბადე და ვერცერთი ადგილი ვერ შემიცვლის ამ პატარა სამოთხეს. მე დღეს მომავლის აფხაზეთზე უნდა ვილაპარაკო, მაგრამ არ შემიძლია მომავლის აფხაზეთზე ვილაპარაკო ისე, რომ არ შევეხო მის წარსულს და აწმყოს, რადგან სწორედ წარსულმა განაპირობა ის თუ როგორ არის ეს საკურორტო მხარე ასეთი გავერანებული, გულს მიკლვს აფხაზეთში პატარა კოხტა გადამწვარი სახლების ცქერა.ერთ დროს ხალხმრავალი, მრავალერიანი ქალაქებიდან ნანგრევები, რომ არის დარჩენილი ძალიან მოქმედებს ჩემზე. დღეს ეს ლამაზი, მუდამ მზიანი, წარმტაცი მხარე ქართველი ერისათვის შეუღწევადი და შორეული გახდა.ქართველ ერს მისი მშობლიური მიწა-წყალი წაართვეს და გულამოჭრილი დატოვეს, ის საქართველოს ისე არის მოგლეჯილი, როგორც დედას შვილი. აფხაზეთი არის ჩემი დიდი გულის ტკივილი.მტკივა ძალიან, რომ საქართველოს ნაწილი მოჭრილი აქვს. არმინდა, რომ მომავალშიც ძმებს შორის ზიზღი და სიძულვილი სუფევდეს, სიძულვილი, ხომ საშინელი რამაა, რომელმაც კაცობრიობა შეიძლება დაღუპოს. მინდა, რომ საქართველო გაბრწყინებული იყოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მინდა, რომ საქართველო სრულყოფილი იყოს და ძმებს შორის კვლავ დამყარდეს ურთიერთკავშირი, სიყვარული, მეგობრობა, ერთიანობა და დაფასება. გამოსავალი?გამოსავალი ჩემი აზრით კი არის სიყვარულით მოპოვებული ნდობა, რომელიც გააქარვებს ზიზღს ძმებს შორის, უნდობლობას და საბოლოოდ გაიმარჯვებს მშვიდობა, რადგანაც ისტორიული მაგალითებით ბევრჯერ დამტკიცდა ეს ჭეშმარიტობა: "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“. მოვა დრო და აფხაზეთში ქართველები კვლავ დაბრუნდებიან და აფხაზებთან ერთად, როგორც წარსულში, ერთმანეთის სიყვარულით ავაშენებთ მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს! მჯერა, რომ მთავარია ხალხის ერთად დგომა, ურთიერთსიყვარული, მიტევების უნარი და „ბინძური“ პოლიტიკა უძლური აღმოჩნდება ქართველი და აფხაზი ხალხის ომახიანი ყიჟინის წინაშე: „ჩვენ გვინდა მშვიდობა!“. მომავლის აფხაზეთი წარმომიდგენია გაერთიანებული, ტკივილმოშუშებული და გაბრწყინებული, რადგან საქართველოს დასაწყისი მიწა, სწორედ აფხაზეთია. აფხაზეთი - არის საქართველოს უნიკალური, გამორჩეული მხარე თავისი ადათწესებით, ტრადიციით, ბუნებითა და ხალხით, ეს საკურორტო მხარე სტუმართმოყვარე და ულამაზესია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს. შეიძლება შავი ზღვისა და მისგან მონაბერი ნიავის მიზეზია, რომ აფხაზეთში ბუნებასაც უყვარს უცნაური ხუმრობები, რადგან შეიძლება შუა ზამთარში აქ აყვავდეს მიმოზა და გაზაფხულის ნაადრევ მოსავალში დაგარწმუნოს, წელიწადის ყველა დრო განსხვავებულია და თავისი ხიბლი აქვს. აფხაზეთი - უფრო სულის ნაწილია, ვიდრე უბრალოდ კუთხე საქართველოსი. უცნაურად დაკლაკნილი გზა ბზიფის ხეობას, რომ მიუყვება მაღლა-მაღლა და საცაა ცას რომ მიუახლოვდება, იქ რიწის კამკამა ტბაც, რომ შეგხვდება თვალუწვდენელ მთებს შორის ჩამდგარი, მაღალმთიანი კურორტი ავადჰარა თავისი სამკურნალო წყლებით, ბიჭვინთა უძველესი ტაძარ-სამარხებით. აფხაზეთში ყველაზე ლამაზი ზაფხული იცის, რადგან სიყვარული დაბადაბულა ბიჭვინთისა და სოხუმის ულამაზეს პლაჟზე.. მინდა, რომ მომავლის აფხაზეთის სული არ იყოს დაყოფილი და დანაწილებული, მომავლის აფხაზეთში უნდა დაბრუნდეს საკუთარი მიწიდან აყრილი ათასაობით ადამიანი და მოფენილი მთელ საქართველოს თუ უცხო მხარეს, ასე დიდ ხანს არ უნდა გაგრძელდეს, მომავლის აფხაზეთი უნდა შეიკვრეს და დაშლილი სული გამთლიანდეს. მინდა, რომ მომავლის აფხაზეთში ქართველმა ქართულად იმეტყველოს, პირველ კლასელმა სწავლა დედაენით დაიწყოს და არა რუსული „აზბუკით“, მინდა რომ აფხაზეთის გული და სული გამთელდეს, გავერანებული ადგილები, ისევ აყვავდეს, ძებმა ერთმანეთი ისევ შეიყვარონ, ლურჯი ცა და მშვიდობა სუფევდეს. ყოველთვის, როდესაც აფხაზეთში მივდივარ ვფორიაქობ, როგორც ბავშვობაში განიცდიან ბავშვები ფორიაქს, როცა სადმე მიდიან და ღამე კარგად არ ძინავთ. ვფორიაქობ, რადგან სახლისკენ მიმავალი გზა ყოველთვის რთულია და დაბრკოლებებით აღსავსე, მაგრამ აფხაზეთი ჩემი სიცე-სიმაგრეა და იქ ჩავალ თუ არა ფორიაქიც მთავრდება და მინდა, რომ ეს ფორიაქიც დამთვარდეს, ყველა დაბრკოლება მოიხსნას აფხაზეთში ჩასვლისა და გამთლიანებულ საქართველოში ვიცხოვროთ მომავალში.
#აფხაზეთი
#სოხუმი
#პოლიტიკა
#sokhumidaily
0