ჰორმონი, რომელიც განაპირობებს ისეთ შეგრძნებებს, როგორებიცაა ბედნიერება, სიამოვნება, ეიფორია, მოტივაცია, კონცენტრირების, შემეცნების, და სწავლის უნარი, განსაზღვრავს ქცევას, გუნება-განწყობას, აკონტროლებს ძილს, სხეულის მოძრაობას. ეს გახლავთ დოფამინი.
რა აძლიერებს ჩვენს მოტივაციას?
როდესაც ჩვენ გვეზარება ყველაფრის კეთება, გვაკლია მოტივაცია. მოტივაციაზე პასუხისმგებელი არის ჰორმონი დოფამინი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რადგან დოფამინი არ გაქვთ, იმიტომ ხართ ზარმაცი. დოფამინი გამომუშავდება მოტივაციის შედეგად, ანუ ჯერ მოტივაცია უნდა იყოს, რომ გამომუშავდეს დოფამინი. ამიტომ, თუ არ გვაქვს რაიმეს კეთების სურვილი, არ გვექნება დოფამინიც. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ზოგი არის აქტიური და აქვს ნორმაზე მეტი დოფამინი, ზოგს არ აქვს მოტივაცია და დოფამინიც ნაკლები აქვს.
როგორ მუშაობს დოფამინი?
დოფამინი გამომუშავდება ტვინში (ჰიპოთალამუსი). არსებობენ 5 დოფამინის რეცეპტორები D1, D2, D3, D4, D5. D1 და D5 ყველაზე მეტად გავრცელებულია ცნს-ში, ხელს უწყობენ ნერვული უჯრედების გაზრდას და განვითარებას. ასევე ისინი მონაწილეობენ უჯრედის ენერგეტიკულ პროცესებში, ატფ-ის დაშლაში.
#news
#opinion
#forhealth
#health
Tbilisi
Senaki