ადა მარშანია: რა გახდა ბანდიტი სააკაშვილის ჩამოყვანა და გასამართლება

0
ცხრა წელი გავიდა, რაც უსასტიკესი რეჟიმი წავიდა ქვეყნიდან, თუმცა სამართლიანობის აღდგენის მხრივ ძალიან ცუდი სურათია - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა "პატრიოტთა ალიანსიდან" ადა მარშანიამ განაცხადა. „მეცხრე წელი წავიდა, რაც გავისტუმრეთ მშვიდობიანად უსასტიკესი რეჟიმი და სამართლიანობის აღდგენის მხრივ ძალიან ცუდი სურათი გვაქვს, ჩავარდნა გვაქვს პრაქტიკულად. ამ მხრივ სამარცხვინო სტატისტიკა სრულიად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბრალი და დანაშაულია. 53 ათასი საჩივარი დევს პროკურატურაში. ეს არა მხოლოდ პროკურატურის თავსი ტკივილი უნდა იყოს. სპეციალური დეპარტამენტი იცით, როდის შეიქმნა? მესამე წლის თავზე ხელისუფლებაში ყოფნისა „ქართული ოცნების“ და ისიც საზოგადოების დაჟინებული, კატეგორიული მოთხოვნის შედეგად. ბატონი ნადარეიშვილი იყო აქ მოხსენებით მოსული. რვა პროკურორი ყავს მას დეპარტამენტში, როგორ უნდა გაუმკლავდეს რვა პროკურორმა 53 ათას საჩივარს. ისეთი საჩივრები დევს მანდ, ოჯახებია განადგურებული, იცით თქვენ რა ხდებოდა ე.წ. პრეზიდენტის, სააკაშვილის დროს, და კიდე დაბორიალობს ეს ბანდიტი ადამიანი მსოფლიოში და ახალი პროვოკაციების კერას ქმნის. „ქართული ოცნება“ რატომ იღიმი ქალბატონო სოფო, რა გახდა დამნაშავის ჩამოყვანა და მის გასამართლება. თქვენ რომ ბრძანეთ, სინანულის გრძნობა არ აქვთო, არც ექნებათ. ჩვენი ხალხი აპატიებს შეიძლება, ძალიან სულგრძელია ქართველი ერი, მაგრამ მე პირადად, ადა მარშანია მათ არაფერს არ ვაპატიებ, გინდ მოინანიონ, სამწუხაროდ და საუბედუროდ ძალიან ჩახედული ვარ მათ საშინელ საქმეებში. აი, ამიტომ ვერ ვაპატიებ ვერაფრით“, - განაცხადა ადა მარშანიამ. ოპოზიციონერმა დეპუიტატმა საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მიიღონ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუცია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობს.
news
სააკაშვილი დანაშაულებრივირეჟიმი ადამარშანია
TbilisiDaily
0