0
სოფელ ეწერში, ხანძრის შედეგად, ციმინტიების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევა რამდენიმე საათის უკან მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. ხანძრის შედეგად ოჯახის წევრები არ დაშავებულან. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
0