ზაზა ვეფხვაძის და გამოკითხვაზე დაიბარეს

0
თბილისში 90-იან წლებში მოხმდარი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე მოკლული ზაზა ვეფხვაძის დას, მია ვეფხვაძეს გამოკითხავენ. 1993 წლის 22 დეკემბერს, დილით, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე სროლის ხმა გაისმა. მხედრიონის დამფუძნებლები ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე ავტომანქანაში ჩაცხრილეს, თავდასხას თენგიზ ჩანტლაძეც ემსხვერპლა, რომელიც იმ დროს ავტომანქანაში იჯდა. ზაზა ვეფხვაძის მკვლელობამდე მისი დის შვილი მოკლეს. თავდამსხმელებმა კარგად იცოდნენ, რომ ვეფხვაძე დის შვილის დასაფლავებაზე აუცილებლად ჩამოვიდოდა. ზაზა ვეფხვაძის მკვლელობის მოწმე არის მისი მეუღლე, რომელმაც შემთხვევის ადგილზე სწორედ გიორგი (ჟორიკა) რურუა ნახა. ის, რომ ვეფხავაძე და სვანაძე სწორედ „ვერის საძმოს“ წევრმა გიორგი რურუამ მოკლა, ამას სხვა მოწმეებიც ადასტურებენ. „ჟორიკა რურუამ, რომელმაც უამრავი ოჯახი ამოწყვიტა, უამრავი დედა გაამწარა, თავის მკვლელ ძმასთან, ნიკა რურუასთან და „ვერის საძმოს“ მოროდიორებთან ერთად, ოპოზიციის აზრით, თურმე პოლიტპატიმარი ყოფილა. რურუები ჯერ მსხვერპლს მუხანათურად კლავდნენ და შემდგომ მის ქონებას ინაწილებდნენ ეს მოროდიორები, როგორც ჩემი ოჯახის ტრაგედიის შემთხვევაში. რურუებისგან ამოწყვეტილმა ოჯახებმა შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში, თაროზე შემოდებული მკვლელობების თავიდან გამოსაძიებლად. ჩემთვის მკვლელობის ბევრი დეტალი ახლახანს გახდა ცნობილი, ცოცხალი მოწმეებისგან. ველოდებით პასუხს პროკურატურიდან“, – აცხადებს მია ვეფხვაძე. მისი თქმით, ზაზა ვეფხვაძემ და გია სვანაძემ უარი თქვეს ჯაბა იოსელიანის „მზაკვრული გეგმების შესრულებაზე“, რის შემდეგაც რურუებმა ჯაბა იოსელიანის დავალებით მოკლეს ვეფხვაძე და სვანაძე. „ტერაქტი მოაწყვეს შატბერაშვილის ქუჩაზე. ჟორიკა რურუა ნახა ჩემმა რძალმა, რომელიც სროლის ხმაზე გარეთ გავარდა. არა მარტო ჩემი რძალი, არიან ცოცხალი მოწმეები, რომლებმაც დაინახეს როგორ იდგა იქ ჟორიკა რურუა, მისი ძმა და სხვა ვერელები. 2002 წელს დავით კეკუამ დამიბარა, დეტალურად მოვუყევი რა ხდებოდა. სახლში ავტომატებით გვივარდებოდნენ და ასე ცდილობდნენ ზაზას ქონების წართმევას, მაგრამ არაფერი არ დავუთმე. ეს დეტალები მოვუყევი კეკუას და მერე კეკუას რაც უქნეს, იცით - ჩამოახრჩვეს საკანში და მისი ცოლი ამბობდა, რომ რურუებმა მოკლეს ჩემი ქმარიო. გაქრა მისი საქაღალდე ჩვენს ჩვენებებთან ერთად. ახლა ისევ მივმართე პროკურატურას. თუ პროკურატურა იტყვის, რომ ხანდაზმულია, თუ ხელისუფლება ჟორიკა რურუას გამოუშვებს, მაშინ მე გამხდის იძულებულს, რომ მოვკლა და ციხეში წავიდე"-, აცხადებს მია თორაძე. მან გიორგი რურუას დაკავებისას ფეისბუქპოსტიც გამოაქვეყნა. „იარაღი ჩაუდიათ თურმე, ამ ლილიპუტი, ცივსისხლიანი მკვლელი ჟორიკასთვის! 19 წლის უდანაშაულო შვილი, რატომ მომიკალით?! იმიტომ, რომ ჩემი ძმა ჩამოგეყვანათ მოსკოვიდან და ისიც, მოგეკლათ?! წყეულიმც იყავთ ვერის საძმოვ, თქვენგან მოკლული ბიჭების დედების ცოდვით!!! რურუებო, ტილიკებო, ზარალებო, ზამთარაძეებო, ლერი სულაბერიძე მკვლელო და “მოროდიორო”… გამწარდით ჩემსავით ჯაბას გამოზრდილო მკვლელო მახინჯებოოოოოოო! ყველა მკვლელობაზე პასუხი აგებინეთ ამ მკვლელ გიენებსს! - წერდა მია ვეფხვაძე. მოკლულის და, მია ვეხფვაძე უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საქმეს არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იძიებს.
news
ზაზავეფხვაძე გიორგირურუა მკვლელობა
TbilisiDaily
0