პენტაგონმა ვაშინგტონისკენ სამხედროები გაგზავნა

0
აშშ-ში მიმდინარე არეულობებთან დაკავშირებით, პენტაგონმა დედაქალაქ ვაშინგტონის მიმდებარედ დაახლოებით 1 600-მდე ჯარისკაცის გადასროლა განახორციელა. აღნიშნულის შესახებ თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონათან ჰოფმანმა განაცხადა. „რეგულარული არმიის ნაწილები განლაგდნენ ვაშინგტონის სიახლოვეს არსებულ სამხედრო ბაზებზე და არა თავად დედაქალაქში. ისინი „მაღალი მზადყოფნის ფარგლებში“ იმყოფებიან, მაგრამ ჯერჯერობით არ ერევიან სამოქალაქო ხელისუფლების ქმედებებში“, - განაცხადა ჰოფმანმა. ამერიკის მოქალაქ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე შტატში მასობრივი არეულობები დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაახლოებით 40-მდე ქალაქში, მათ შორის ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში კომენდანტის საათი არის დაწესებული. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
USA
mass
protest
army
Washington
headline
0