მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა, ხოლო შემდეგ უკან დაბრუნება მოსთხოვა

0
მარნრულში მძღოლმა რამდენიმე ადამიანს პირბადე დაურიგა, ჩასვლისას კი უკან დაბრუნება მოსთხოვა. სავარაუდოდ, მძღოლი ამ პირბადეებს შემდეგი მგზავრებისთვის გამოიყენებდა. „მეხუთე სკოლის წინ რომ გაჩერებაა, იქ სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი. მძღოლმა ორ მგზავრს სთხოვა, რომ პირბადეები უკან დაებრუნებინათ, მათაც დააბრუნეს. მაშინვე მივეცი მძღოლს შენიშვნა, თუ რატომ აკეთებდა ამას და მან მიპასუხა, რომ კლიენტები რომ არ დაეკარგა, მოუწია პირბადეების თხოვება“, - თქვა მედიასთან საუბრისას ერთ-ერთმა რესპონდენტმა. შპს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორი იური სამხარაძე ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მძღოლებს გაფრთხილება უკვე მისცა. შეგახსენებთ, რომ მარნეულში საჯარო ტრანსპორტი 29 მაისს განახლდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტში პირბადეების გამოყენება აუცილებლი გახდა.
#პირბადები
#მარნეული
#დარღვევები
#Marneuli
Daily წყარო : რადიო მარნეული
#ახალიამბები
#news
0