ზუგდიდელი თვითნასწავლი ხატმწერი - მანონი მაქაცარია.

0
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მანონი მაქაცარია თექაზე მუშაობს. ქ-ნ მანონს გავლილი აქვს თექის შემსწავლელი ერთ კვირიანი კურსი. პირველი ნამუშევარი მან თექის საკმარისი რაოდენობის უქონლობის გამო, ბადეზე შეუსრულებია. მისი პირველი ნამუშევარი ფიროსმანის წმინდა გიორგის ასლი იყო, რამაც საეკლესიო პირებისა და ხატმწერების ყურადღება დაიმსახურა და მათ თექაზე შესრულებული ნამუშევარი ხატად აკურთხეს. “ბადეზე ჩემ მიერ შესრულებული წმიდა გიორგი რომ ნახეს მამებმა, აღფრთოვანდნენ: მითხრეს შენი წმიდა გიორგის სახის ხაზებში ქართული ხასიათები იგრძნობაო”. - ამბობს მანონი მაქაცარია. მანონი, ცნობილი ზუგდიდელი ფოტოგრაფების, მაქაცარიების ერთ-ერთი ქალიშვილია. ხედვა გამორჩეული აქვს, ფოტოდან სახის გადატანისა და ნაკვთების რეტუშის ტექნოლოგიებს ფლობს. მანონი, ამჟამად, თბილისში ცხოვრობს, კონდუქტორად მუშაობს ავტობუსის ერთ-ერთ მარშრუტზე. “მე ყველგან ვარ როგორც ზუგდიდელი, ნებისმიერ ღონისძიებაში ვმონაწილეობ ზუგდიდელების სახელით, მინდა ყველამ იცოდეს ჩემი ქალაქის შესახებ და იმ ნიჭიერი ადამიანების შესახებ, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს”. - განაცხადა მანონი მაქაცარიამ. მას ერთი სურვილიც აქვს: ზუგდიდის ღვთისშობლის სახელობის მშენებარე ტაძრისთვის, თექაში უნდა დაწეროს წმიდა გიორგის ხატი. ამ საკითხზე გეგმავს მეუფე გერასიმესთან შეხვედრას და კურთხევის გამოთხოვას. #ზუგდიდი #ზუგდიდელიხატმწეი #თექა #ნამუშევრები #zugdididaily
0