ბელერინით პსჟ დაინტერესდა

0
პსჟ-ს ზაფხულისთვის კვლავ ცხელი სატრანსფერო გეგმები აქვს. ფრანგთა ახალი სამიზნე ჰექტორ ბელერინია. ბრიტანელი ტაბლოიდები წერენ, რომ პარიზელებმა არსენალის მცველთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. ბელერინი მთელი კარიერა არსენალში თამაშობს და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია. იგი მეთოფეთათვის დიდი ძალაა და ესპანელის გადაბირება მარტივი არ იქნება. სათქმელია, რომ მისი შეძენა შარშან ბარსელონას სურდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ბელერინის ბოლო დროს ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. 25 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. რაც შეეხება პსჟ-ს, საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდა და ტუხელის გუნდმა პირველობა არავის დაუთმო. პარიზელები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არიან და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის განახლებას ელიან.
news
transfers
opinion
soccer
0