ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი

0
როგორი იყო თბილისის ძველი უბნების ამსახველი პეიზაჟები, ვიქტორ ჰიუგოს რომანის „კაცი, რომელიც იცინის“ და მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გრაფიკული ილუსტრაცია? როგორ გამოიყურებოდა ქართული სცენოგრაფია ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში? მხატვრის სახლ-მუზეუმში ამ კითხვებზე პასუხს მისი ნამუშევრების ნახვისას აღმოაჩენთ. ელენე ახვლედიანი იყო ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი და გამოჩენილი ქართველი ქალი მხატვარი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. მხატვრის ნამუშევრები არა ერთხელ ყოფილა საფრანგეთსა და იტალიაში, რაც ფრანგი თუ იტალიელი კრიტიკოსების განხილვის საგანი ხდებოდა. ელენე ახვლედიანი ხშირად ხატავდა ქალაქის პეიზაჟებს. მხატვრის ნახატებს შორის ბევრია ძველი თბილისის ამსახველი ნამუშევრები, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარულითა და ემოციურობით ქმნიდა. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი 1976 წელს დაარსდა. სახლ-მუზეუმი მხატვრის სახელოსნო-ბინა იყო მის გარდაცვალებამდე. მუზეუმში იმართებოდა კონცერტები, ხელოვანი ადამიანების შეკრებები და პოეზიის საღამოები. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი 3 ათასზე მეტ ექსპონატს იცავს. სახლ-მუზეუმში თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ მხატვრის მიერ შესრულებული წიგნის ილუსტრაციები, გრაფიკული ნამუშევრები, ფერწერული ტილოები თუ დეკორატიული ნივთები. სად მდებარეობს? ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი მდებარეობს ლეო ქიაჩელის ქუჩაზე. მეტრო რუსთაველიდან მანქანით დაახლოებით 5 წუთში, ხოლო ფეხით 15 წუთში მიხვალთ
#ელენეახლვედიანი
#მუზეუმი
#ხელოვნება
0