პირველად ქვეყნდება ჩვენება, სადაც ჟორიკა რურუა მკვლელობის დროს მოწმემ ამოიცნო!

0

სკანდალური ექსკლუზივები! 25 წლის შემდეგ შეცვლილი ჩვენება და გიორგი რურუას დანგრეული ალიბი!

კარადაში შენახული ჩონჩხების ისტორია 26 წელზე მეტს ითვლის. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 1993 წლის 22 დეკემბერს მომხდარ მკვლელობაზე, როდესაც სამი ადამიანი, ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე და თენგიზ ჩანტლაძე ვეფხვაძის საცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს. მიზეზებზე ამ წერილის მეორე ნაწილში მოგითხრობთ, მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ პოლიტიკური ინდულგენციის მანტიაში გახვეული განგსტერად გამოცხადებული „ჟორიკას“ მკვლელობისთვის პასუხისგებაში მიცემა, საუკუნის მეოთხედის შემდეგ რეალური ხდება.
თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე 1993 წლის 22 დეკემბერს მომხდარ მკვლელობებზე მაშინვე, მოკლულების ოჯახების ზეწოლით აღიძრა სისიხლის სამართლის საქმე, თუმცა საქმის მოწმეები ერთმანეთის მიყოლებით დროის მოკლე შუალედში ან თავს იკლავდნენ ან ეხმარებოდნენ თვითმკვლელობაში. მოკლული ზაზა ვეფხვაძის და გია სვანაძის ოჯახის წევრები 26 წელია აქტიურად თანამშრომლობენ მედიასთან და მკვლელებიდან ერთერთს, ჟორიკა რურუას ასახელებენ.
მთავრობების ცვლასთან ერთად იცვლებოდა რურუას მდგომარეობაც, ჯაბა იოსელიანის აქტიური პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ჟორიკა რურუა იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, მითუმეტეს რომ არა მხოლოდ ვეფხვაძე-სვანაძის, არამედ თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე მას საფრთხეს ცნობილი პოლიციელი დავით კეკუა უქმნიდა, რომელიც სხვათაშორის სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და რამდენიმე დღეში საკანში ჩამომხრჩვალი იპოვნეს, ვიდრე გააჩუმებდნენ-კეკუას ოჯახის წევრები რურუას ადებდნენ ხელს, მაგრამ გაჩუმდნენ.
ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში რურუა ათეთრებს მანამდე საეჭვო გზებით დაგროვილ თანხებს, იცვლის იმიჯს, სწავლობს წერა-კითხვას, მალავს იარაღს და ცდილობს საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც დაბადებული არ იყო 90 იაენებში, თავი პოლიტიკურ ფიგურად გააცნოს. ვიღაცეებმა თავიდან გაიცნეს, ვირაცეები გაჩუმდნენ, ვიღაცეები შეშინდნენ...
2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რურუას მდგომარეობა რა თქმა უნდა სტაბილურობას კარგავს და იწყებს პოლიტიკური ნავსაყუდელის ძიებას, რურუამ იცის რომ მის კარადაში ჩონჩხია.
ეტმასნება ნაციონალურ მოძრაობას და იბარებს პარტიის იმ მიმართულებას, სადაც ყველაზე უფროსი 25 წლისაა, აფინანსებს ახალგაზრდულ მოძრაობა „სირცხვილია“-ს და გვერდზე იყენებს იმათ, ვინც არაფერი იცის მისი წარსულის შესახებ, ვისაც მარტივად აჯერებს რომ ყველაფერი რასაც „თბილისი“ ჰყვება ჭორია.
დავბრუნდეთ იქ სადაც დავიწყეთ. 1993 წლის 22 დეკემბერს მოკლეს ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე და თენგიზ ჩანტლაძე. მკვლელი სამი იყო და ერთერთში რამდენიმე ადამიანმა გიორგი, იგივე ჟორიკა რურუა ამოიცნეს. მალხაზ ხაჟომია 22 დეკემბერს ვეფხვაძესთან და სვანაძეს ერთად გამოვიდა სახლიდან, რამდენიმე წუთში ისინი მოკლეს... ქვემოთ მოცემული ჩვენების ისტორიას სხვა უცნაურობებთან ერთად, ერთიც აქვს, მალხაზ ხაჟომიამ, რომელიც როგორც ამბობენ რურუას თაოსნობით დაიჭირეს ვეფხვაძის და სვანაძის მკვლელობის შემდეგ, ციხეში ყოფნისას თავისი სურვილით მისცა ეს ჩვენება შსს-ოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა დეპარტამენტს, ხაჟომიამ იცოდა როგორც ჩანს რომ ვეფხვაძე-სვანაძის საქმეს თვითმხილველი არ უნდა ჰყოლოდა, და მისი ჯერიც დადგებოდა.
მალხაზ ხაჟომიას ჩვენებიდან: „ ზაზა ვეფხვაძის სახლში მისვლიდან 15-20 წუთში მოლაპრაკების შემდეგ გამოვედით ვეფხვაძის ბინიდან, ჩვენ ფაქტიურად 4 ივე ერთად გამოვედით. მე მივედი ჩემს მანქანასთან, ჩავჯექი და დავიწყე მოძრაობა შატბერაშვილის ქუჩის მიმართულებით, სადაც უნდა მომებრუნებინა მანაქანა და გავყოლოდი უკან სვანაძის მანქანას, ფაქტიურად ჩვენ მანქანებში ჩავსხედით ერთდროულა. გია სვანაძემ მახსოვს, რომ დაიწყო ადგილზე მობრუნება და როცა გავცდი 20-30 მეტრის მანძილით შემომესმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ხმა,
ფაქტიურად სროლა მიმდინარეობდა რამდენიმე წამი და ისროდა რამდენიმე ავტომატი, მე როდესაც მოვტრიალდი და დავეშვი ქვემოთ დავინახე რომ სვანაძის მანქანა უკვე მობრუნებული იყო ნახევრად და მის წინ იდგა სამი პიროვნება, რომლებსაც ავტომატები ეჭირათ ხელში, სამივეს თავზე ეხურა შავი ნაქსოვი ქუდი, ისე რომ სახე უჩანდათ! სამი პიროვნებიდან ერთი იყო მაღალი სუსტი, ეცვა შავი ფერის ტანსაცმელი, მეორე საშუალო ტანის, ხოლო მესამე, იყო ძალიან დაბალი, რომელსაც ეცვა ჯინსის ზედა კურტკა, ქვემოთ მუქი ფერის შარვალი, ეს უკანაკსნელი თანმხლებ პირებთან ერთად მობრუნდა სახით ჩემსკენ რა დროსაც შევიცანი, რომ ის იყო გიორგი, იგივე ჟორიკა რურუა“
მალხაზ ხაჟომია ამ ჩვენების მიცემიდან რამდენიმე დღეში ციხეში მოკლეს. ზაზა ვეფხვაძის და გია სვანაძის მკვლელობას კიდევ ერთი თვითმხილველი ჰყავდა, კახა ლელაძე, იგივე "მუსტაფა" (ის შემთხვევის დროს აივანზე სიგარეტს ეწეოდა), რომელიც მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1994 წლის აპრილში, საკუთარ სახლში მოკლეს. ამ ჩვენების გამო გამოძიება რომელსაც ფაქტობრივად კურირებდა ჟორიკა რურუა, იძულებული გახდა მისთვის ალიბი შეექმნა, რომ თითქოს 1993 წლის 22 დეკემბერს რურუა, ჯაბა იოსელიანთან ერთად ზუგდიდში იყო, ჩვენებებზე ხელი მხედრიონის მაშინდელ ვარსკვლავებს მოაწერინეს, როგორც ჩანს მეტი სანდოობისთვის, ისინი აცხადებდნენ რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო იოსელიანთან და რურუასთან ერთად ყველა ერთად სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში იმყოფებოდნენ, ერთერთ ასეთ ჩვენებაზე მაშინ ხელი ცნობილმა მხედრიონელმა, მერაბ ლუტიძემაც მოაწერა.
ამ შემთხვევიდან 26 წლის შემდეგ მერაბ ლუტიძე წერს ხელწერილს, სადაც ის ამბობს რომ 1993 წლის 22 დეკემბერს არ იმყოფებოდა ზუგდიდში და შესაბამისად ვერ ნახავდა იქ ჟორიკა რურუას.
ლუტიძის ამ ხელწერილით გიორგი, ჟორიკა რურუას სამეგრელოში, ჯაბა იოსელიანთან ერთად ყოფნის ალიბი ინგრევა, სამწუხაროდ მერაბ ლუტიძისგან დამატებით დეტალებს ვერ შევიტყობთ რადგან ამ ხელწერილის დაწერიდან მალევე ისიც გარდაიცვალა და ჟორიკა რურუამ მწუხარება ფბ -ზე საკუთარ კედელზე გამოხატა.
26 წლის წინანდელი საქმე რურუას თავზე ენგრევა და ნაკლებად სავარაუდოა სენატორებმა, რომლებისთვისაც რურუა 2003 წლის შემდეგ გაჩნდა, ამ ჩვენებების ნახვის შემდეგ მისი გამოშვება კიდევ მოითხოვონ.
#headline
#რურუა
#გიორგირურუა
0