მარკეტინგული მიქსი "4P"

0
“პროდუქტისთვის კი არ უნდა ეძებდეთ კლიენტს, არამედ კლიენტისთვის პროდუქტს” — სეტ გოდინი
მარკეტინგის მართვა გულისხმობს ბაზარზე შექმნილი სიტუაციების ანალიზის საფუძველზე მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვას, პრაქტიკაში გატარებას და კონტროლს არახელსაყრელი სიტუაციების დროულად გამოვლენასა და არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად.
ტექნიკურად, ბიზნესები, თავიანთი პროდუქტის გასაყიდად, ოდითგანვე იყენებენ მარკეტინგულ ხელსაწყოებს, იქნებოდა ეს სოფლის შესასვლელთან ქვაზე ამოტვიფრული ადგილობრივი დუქნის სახელი, ქალაქში მოსიარულე ვირზე გადაკიდებული მენიუს დაფები, თუ მოედნის ცენტრში ამაღლებულ ადგილას მდგარი მაცნე, რომელიც ლაღიძის წყლებში ფასდაკლებისა თუ ახალი გემოს ლიმონათის შესახებ გაჰყვირის. რა მარტივი იყო, არა? რაის კვლევა, სვოტ ანალიზი და ჩახლართული მარკეტინგ კამპანიები, იმდროინდელი ბიზნესები მხოლოდ ადამიანებამდე ხმის მიწვდენაზე ფიქრობდნენ. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან: პირველი — ნებისმიერ ბაზარზე კონკურენცია გაცილებით ნაკლები იყო, მეორე — მათ ის ციფრული და ტექნოლოგიური ხელსაწყოები არ გააჩნდათ, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ და მესამე — მაშინდელ სამყაროში კონსუმერისტული სენი ჯერ კიდევ მხოლოდ ფესვების გადგმას იწყებდა.
დღეს უკვე ქალაქში ვირით სიარული და ყვირილი აღარ გამოგვადგება. საქმე გაცილებით რთულად და ამასთანავე იოლადაა, რადგან, ერთი მხრივ, სწორი მარკეტინგული სტრატეგიების დასახვამდე უამრავი კვლევა და ანალიზი უნდა ჩავატაროთ და სწორი საკომუნიკაციო არხები დავსახოთ; მეორე მხრივ კი, ციფრული ტექნოლოგიის მეშვეობით, მომხმარებლამდე ხმის მიწვდენა წამიერი მოვლენა გახდა.
“მარკეტინგული მიქსის” ტექნიკის გამოყენება. მარკეტინგულ მიქსი მარკეტერისთვის იგივეა, რაც მისტერ-მასტერისთვის ხელსაწყოთა ყუთი. აქ თავმოყრილია ყველა ძირითადი მარკეტინგული ხელსაწყო, რომელიც, უპირველესად უნდა გაანალიზოთ და შემდეგ, მომხმარებელთან სწორი საკომუნიკაციო არხებისა და მესიჯების შესაქმნელად გამოიყენოთ.
მარკეტინგული მიქსი (4P) – Product, პროდუქტი ( საქონელი, იდეა, მომსახურება ); Price ფასი; Place – ადგილი ანუ დისტრიბუცია; Promotion პრომოუშენი. მოკლე ისტორია: პირველად, მარკეტინგის მიქსის (მარკეტინგის მიქსის) კონცეფცია პირველად გამოჩნდა მონოგრაფიაში ნელა ბორდენის მიერ 1964 წელს. ამ სტატიის მიზანს წარმოადგენდა მარკეტინგის ყველა საშუალების აღწერა, რომელიც მოიცავს მარკეტინგის საქმიანობის ერთობლიობას მწარმოებლის პროდუქტის პოპულარიზაციაში. ამ დეფინიციის შექმნისას ბორდენმა შეუწყო ხელი ჯეიმს კულტონს, რომელიც მისი პარტნიორი იყო. მარკეტინგის განმარტებით, ჯეიმსი მიუთითებს უჩვეულო, მაგრამ სწორად შედარებაზე, სადაც მას "სწორი ელემენტების მიქსერს" უწოდებდნენ. მაშ ასე: 1) price ( ფასი ) - ეს არის მარკეტინგის მიქსის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც პასუხისმგებელია პროდუქციის გაყიდვიდან საბოლოო შემოსავალზე. ღირებულების დონე განისაზღვრება პროდუქციის სამომხმარებლო ღირებულებით, კონკურენტუნარიანი ფასებით, პროდუქტის ღირებულებით და შემოსავლის სასურველი დონით. 2) product ( პროდუქტი ) პროდუქტი არის საქონელი ან მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის საჭიროებებს ან სურვილებს. პროდუქტი შეიძლება იყოს მატერიალური (საქონელი) ან არამატერიალური (მომსახურება, იდეა). ტიპური მარკეტინგული გადაწყვეტილებები შეიძლება ეხებოდეს შემდეგ საკითხებს: პროდუქტის დიზაინი, ფორმა, შეფუთვა, ხარისხი პროდუქტის ასორტიმენტი, მრავალფეროვნება, მიქსი, სერიები ბრენდინგი მომსახურებები (პროდუქტთან ერთად გასაყიდი მომსახურება, გაყიდვის შემდგომი მომსახურება, გარანტია) პროდუქტის მართვა მისი სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში...
3) place ( ადგილი ) ადგილი არის ტერიტორია, სადაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა შეიძინოს პროდუქტი. ადგილთან დაკავშირებული ტიპური მარკეტინგული გადაწყვეტილებები შეიძლება ეხებოდეს შემდეგ საკითხებს: სტრატეგიები, როგორიცაა ინტენსიური დისტრიბუცია, შერჩევითი დისტრიბუცია, ექსკლუზიური დისტრიბუცია ფრენჩაიზი ბაზრის მოცვა სადისტრიბუციო არხის წევრების შერჩევა და მათი ურთიერთობები ასორტიმენტი გადაწყვეტილებები გაყიდვის ადგილთან დაკავშირებით ინვენტარი ტრანსპორტი, საწყობები, ლოგისტიკა... 4) promotion ( პრომოუშენი ) ესაა მარკეტინგული კომუნიკაციები, რომლებიც პროდუქტის გაყიდვებს ემსახურება. ის შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს: რეკლამა, PR, პირდაპირი მარკეტინგი, გაყიდვების სტიმულირება. ტიპური მარკეტინგული გადაწყვეტილებები შეიძლება ეხებოდეს შემდეგ საკითხებს: პრომოუშენის მიქსი: რეკლამა, PR, პირდაპირი მარკეტინგი, გაყიდვების სტიმულირება საკომუნიკაციო სტრატეგია არხი/მედია სტრატეგია – როგორ უნდა მივაღწიოთ მიზნობრივ აუდიტორიამდე შეტყობინების სიხშირე – რა სიხშირის კომუნიკაციაა საჭირო
პრომოუშენში მხოლოდ რეკლამები არ იგულისხმება, გჯერათ თუ არა მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობა უფრო საჭიროა ვიდრე ათასობით რეკლამის გამთავსება. აქ უნდა იფიქროთ თუ რა გზით მიაწვდით პოტენციურ კლიენტს ინფორმაციას.
Feedc
#feedcgrantproject
0