სამაშველო და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად გამზირი სახურავის ნარჩენებისგან მთლიანად გაწმინდეს. ადგილზე იმყოფებოდა გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა რომ ზარალის დამთვლელი კომისია უკვე შეიქმნა და ხელისუფლება დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება. მისივე განმარტებით, სპეციალური კომისია დაადგენს რამდენად ხარისხიანად შესრულდა სახურავის გადახურვის სამუშაოები, რადგან აღნიშნული კორპუსის სახურავი 2017 წელს შეიცვალა და მას 30 წლიანი გარანტია ქონდა.
ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.
სახურავის ფრაგმენტი მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.