იძინეთ მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვია!

3
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს.
ჩვენ თუ მართლა თავისუფლებას ვესწრაფვით, ანუ, თუ მართლა თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ჩვენ შორის ნებისმიერი დაპირისპირება - სოციალური იქნება ის თუ ინტელექტუალური - დაუშვებელია. ჩვენ ყველანი ერთად და ერთნაირად უნდა გავთავისუფლდეთ: ურწმუნონიც და მორწმუნენიც, უვიცნიც და მცოდნენიც, უცოდველნიც და ცოდვილნიც, უპოვარნიც და მდიდრებიც, უნიჭონიც და ნიჭიერნიც, პატრონიანიც და უპატრონონიც. არც ერთი ხალხი მარტო მორწმუნე, ან მარტო მდიდარი ადამიანებისაგან არ შედგება, სადაც ალხანაა, იქ ჩალხანაცაა. რასაკვირველია, თუკი ხალხი ვართ და არა ტომი, ეთნიკური ჯგუფი, ანდა კიდევ უარესი, რელიგიური სექტა. ჩვენ, საბედნიეროდ, ხალხი ვართ, თანაც ერთ-ერთი უძველესი ხალხი დღევანდელ მსოფლიოში და ეს უპირველეს ყოვლისა, დადასტურებულია ჩვენივე ისტორიით, ჩვენი ბუნებით, ჩვენი კულტურით...
ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ - ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ (შეიძლება დამფასებელმაც), ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვიაო! ოთარ ჭილაძე
3